ახალი ამბები

აშშ–ის და ირანის პრეზიდენტებს შორის 1979 წლის შემდეგ პირველი კონტაქტი შედგა

28 სექტემბერი, 2013 •
აშშ–ის და ირანის პრეზიდენტებს შორის 1979 წლის შემდეგ პირველი კონტაქტი შედგა

სატელეფონო საუბარი პარასკევს, 27 სექტემბერს შედგა და ეს პირველი პირდაპირი კონტაქტია აშშ–ის და ირანის პრეზიდენტებს შორის 1979 წლის შემდეგ. 

ბარაკ ობამას განცხადებით, საუბარი ირანის ბირთვულ პროგრამას ეხებოდა და მისი თქმით, იგი დაარწმუნეს, რომ შეთანხმების საფუძველი არსებობს. 

აშშ–ის პრეზიდენტმა კვირის დასაწყისში ჰასან როუჰანისთან შეხვედრის ინტერესი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ღიად გამოხატა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით არ იყო საკმარისი დრო შეხვედრის ორგანიზებისთვის. თავის მხრივ, ბარაკ ობამას ინიციატივით აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ზარიფს 26 სექტემბერს შეხვდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი