როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას?

პირველ რიგში, ეს არის ჩვენი – საქართველოს მოქალქეების ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. წარმოუდგენელია და დაუშვებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს უფლება, რაიმე სახით დასაჯოს ვინმე და მათ შორის ჟურნალისტები ნებისმიერი სახის, ნებისმიერი ფორმის გამოხატვის გამო. მესმის, რომ საქართველოში არის ეს პრობლემა : ჟურნალისტების დიდი ნაწილი ვერ გამოხატავს საკუთარ აზრებს ლოგიკურად და სალიტერატურო ნორმების დაცვით (ისე, ეს პრობლემა არანაკლები სიმწვავით უდგას პოლიტიკოსებსაც) , თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მედია-საშუალებების საზრუნავია. ყველა მედია, თითოეული ჟურნალსტი თავად არის, ან უნდა იყოს დაინტერსებული, წეროს და იმეტყველოს გამართულად, და დაუშვებელია მათ საქმინობაში სახელმწიფოს რაიმე ფორმით ჩარევა, მით უმეტეს, სადამსჯელო სანქიების დაწესება. მედიას აქვს შესაძლბელობა და საშუალებები ნებისმიერი ტიპის სტანდარტის ამაღლებაზე რედაქციის შიგნით იმსჯელოს და იმუშაოს, თუმცა არ შეიძლება სარედაქციო საქმიანობაში ვინმეს და განსაკუთრებით სახელმწიფოს ჩარევა.
თქვენი აზრით, არის თუ არა მნიშვნელოვანი ეს საკანონმდებლო ინიციატივა აუდიტორიისთვის?
კანონპროექტი მედიის შეზღუდვასთან ერთად, ჩემი აზრით, აუდიტორიასაც შეურაცხყოფს. მკითხველები და მაყურებელები თავად წყვეტენ, რა ტიპის ინფომარცია მოიხმარონ და რა- არა. მათ შეუძლიათ თავად გამოუცხადონ პროტესტი იმ მედიასაშუალებებს, ვისი სტანდარტებიც არ აკმაყოფილებთ. მოქალაქეებს არ ჭირდებათ სახელმწიფოს მითითებები – რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა წაიკითხონ და რა- არა. ასეთი ტიპის ცენზურა საბჭოთა პერიოდს მახსენებს. დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასივრცე ფეისბუქია. აქ ყველასთან თანაბრად, ჟურნალისტები საკუთარი ან მედიასაშუალებების სახელით სხვადასხვა კომენტარებს წერენ. როგორ აპირებს ამ სივრცის გაკონტროლებას სახელმწიფო? საინტერესოა, “სიმართლის სამინისტროს” დააარსებს, თუ გაიადვილებს საქმეს და სალიტერატურო ნორმების მრავალჯერადი და უხეში დარღვევის გამო სოციალურ ქსელს კანონგარეშე გამოაცხადებს?
არის თუ არა ეს კანონპროექტით გათვალისწინებული სანქციები ცენზურა და ჩარევა მედიის საქმიანობაში?
როგორც ვთქვი, ერთი მხრივ, ეს რეგულაციები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, მეორე მხრივ კი, ასეთი ტიპის სადამსჯელო ბერკეტები ძალიან მოხერხებული იარაღია ხელისუფლების ხელში. მას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს ზეწოლის ეს მექანიზმები ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წინააღმდეგ. იმ მედიასაშუალებებისთვის, რომელებიც ჩვენი მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში არსებობისთვის იბრძვიან, ერთი–ორი ასეთი ჯარიმა გაკოტრებას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიადნეს – ყვითელი პრესიდან დაწყებული, ანალიტიკური გამოცემებით დამთავრებული.







