ახალი ამბები

უსუფაშვილი: პრემიერის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება

27 სექტემბერი, 2013 •
უსუფაშვილი: პრემიერის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება

“უშუალოდ ჩემს კანდიდატურას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ეს არ განიხილება და არც უნდა განიხილებოდეს იმიტომ, რომ მე მაქვს ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე და თან პარლამენტი ქმნის მთავრობას. ჩვენ, პარლამენტმა უნდა შევქმნათ მთავრობა და ჩვენი ფუნქცია გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სათანადოდ გამოავლენს და შემდგომი კოალიციური ცხოვრებაც იქნება გაცილებით უფრო საინტერესო”, – განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას.

 

მისი თქმით, ივანიშვილმა გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო, ხოლო ახლა ამ გადაწყვეტილების აღსრულების დრო დადგა:

 

“მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართალია საკუთარ თავთან, მართალია ჩვენთან – საკუთარ პარტნიორებთან და მართალია ქართველ ხალხთან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი