ახალი ამბებისამართალი

შემაკავებელი ორდერის გამოწერა გამარტივდება – მთავრობა

6 მარტი, 2018 • 1763
შემაკავებელი ორდერის გამოწერა გამარტივდება – მთავრობა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება.

ეს განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის 6 მარტის სხდომაზე გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

“ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით. დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი