მას პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები “ნეტგაზეთმა” 27 სექტემბერს დაუსვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ისინი “ენა, მამული, სარწმუნოებას” მიყვებიან და იცავენ:
“ენა რომ არ წარწყმდეს, იმიტომ, რომ ეხლა, ენა, მამული, სარწმუნოება, ხო? ჩვენ ამას მივყვებით და ვიცავთ და ახლა ვისაც ეს უკვე მხოლოდ ფარატინა რაღაცა ფრაზებად, ეგ არ ვიცი”[სტილი დაცულია].
ქანთარიას თქმით, ასეთი კანონი არსებობს ლატვიაში, ლიტვაში, სომხეთში, საფრანგეთში და მისი მიღების საჭიროება საქართველოშიც დადგა:
“აქ არავითარი დამსჯელი ისინი არ არის გამძაფრებული, თუმცა ეხლა რომ ვათვალიერებთ სხვა ენას, ლატვიაში ყველაფერზე ჯარიმებია, ყველაფერზე ჯარიმებია იქა და გაცილებით დიდი ჯარიმები. ასევე, ნუ ლიტვაშიც, სასომხეთში არის ეს კანონი, უკრაინაშია, საფრანგეთშია ბოლო- ბოლო ხო, საჭიროება დადგა ამისი. ლაპარაკი იმაზე, რომ მედიას ვინმე მარწუხებში მოაქცევს და ჟურნალისტი რომ იღებს ინტერვიუს და ვიღაცას იქ შეეშლება, რესპონდენტს რაღაცა და ჟურნალისტს დააჯარიმებენ, ეს არის რატიანის ინტრიგნული ბოდვები, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი კანონში არ წერია. აქ არის ლაპარაკი, არც საავტორო გადაცემებზე არაფერი არ წერია, იმიტომ, რომ საავტორო გადაცემაა, მას შეიძლება ჟარგონი გამოიყენოს, შეიძლება ბარბარიზმი გამოიყენოს, ეს მისი უფლებებია და ამ უფლებებში ჩვენ არ ვერევით, მაგრამ სარედაქციო შედგენილი წინასწარ ტექსტები, რომელიც ოფიციალურად აქვეყნებს ზოგი ტელევიზიები, რომ ეს არის ტელევიზიის, მაუწყებლობის ოფიციალური ტექსტი, აი, იქ, გვინდა, რომ ქართულად იყოს ყველაფერი და არ იყოს იქ რაღაცა ისეთი სიტყვები, აი, ამაზეა ლაპარაკი.”[სტილი დაცულია]
ქანთარია მიიჩნევს, რომ დარღვევისათვის ჯარიმები საკმაოდ დიდია და უნდა გასწორდეს:
“ჯარიმები საკმაოდ, მეც მეჩვენება, რომ დიდია და ამას გავასწორებთ. პირველი გაფრთხილებაა, ჯერ ერთი, მეორეც. რაღაც, რომ ადამიანები გრძნობდნენ, ეს უწყებები გრძნობდეს… აი, რამ უნდა შეინახოს ძირითადად ენა? სკოლამ, მედიამ და უმაღლესმა დაწესებულებებმა. აი, ამ უწყებებში რომ იყოს გარკვეული თვალი პროფესიონალებისა, ვგულისხმობ ენათმეცნიერებისგან შექმნილ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ამ პროცესს დააკვირდება და მისცემს რეკომენდაციებს.”
დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ აპირებენ:
“ეხლა ეს არის ყველაფერი ჯერჯერობით მსჯელობის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ- სამჯერ გვქონდა ჩვენ მეცნიერებათა აკადემიაში გაფართოებული სხდომა კომიტეტის და იქ გამოითქვა… ეს უნდა გამოვიდეს საჯარო იმაზე და ჯერჯერობით ეხლა ჩვენ არ ვაპირებთ ამის დაჩქარებას, იმიტომ, რომ არ არის საჩქარო პროცესი, რა. ჯობია ავწონ -დავწონოთ ყველაფერი, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო ენას დაცვა სჭირდება, ამაში, მე მგონი… ამ ქვეყანაში თუ გინდა თანამდებობა დაიკავო შენ დიდი, ისწავლე რა ქართული ენა. ისწავლე ის ენა, რომლითაც ეს არის სახელმწიფო ენა. ელემენტალურია, თორემ დამლაგებელი და ვიღაცეებს კი არ ვეუბნებით, რომ ისინი უნდა.. ანდა დეპუტატები… კი არღვევენ, მაგრამ არჩევითი ორგანოა, ახლა ვერ ეტყვი მაგას, ხო? როგორც იცის, ისე იცის. “
კითხვაზე, თუ რა ბედი ელით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ხელისუფლებაში, რომლებმაც ქართული კარგად არ იციან, ქანთარია პასუხობს, რომ ეთნიკური უმცირესობები ხელისუფლებაში წარმომადგენლების გარეშე არ დარჩებიან:
“ეს ნორმები არ შემოვა ეხლავე. ამას ორი წელი ექნება ვადა. ამ ორი წლის განმავლობაში ჩადებულია, პროგრამა იქნება, ენის პროგრამა, სადაც კურსები იქნება უკვე, ე.ი. იქნება, აი, ამის მთელი რიგი ღონისძიებები გატარდება, რომ ამ ხალხმა, სწორედ ვინც არ იცის, ის კი არა, რომ მეორე დღიდან უკვე, ეხლა რა ქნას კაცმა, ამდენი ხანი არ იცოდა,. არა, მათ მიეცემათ გარკვეული ვადა იმის საშუალების, რომ თუ უნდათ სწავლა, ისწავლონ. “
კანონპროექტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება, თუ სახელმწიფო ენა არ იცის. კითხვაზე, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება თუ არა მეორედი მოქალაქეობის აღების მსურველ პირებზე, ქანთარია პასუხობს, “ორმაგ მოქალაქეობას, მე მგონი, არ უნდა შევახოთ ეს, ის მაინც სიმბოლური ის არის. “[სტილი დაცულია]
საქართველოს პარლამენტში შევიდა “სახელწმიფო ენის” შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ცვლილებებს იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანი “სახელმწიფო ენის დაცვა და განვითარება, ასევე, სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ენის გამოყენების კონტროლია. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს ენის მოთხოვნათა გამოყენებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ. ცვლილებების პროექტის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



