ქალების 26% აცხადებს, რომ განუცდია სექსუალური ძალადობა ან/ და შევიწროება არაპარტნიორის მხრიდან, ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობის ჩათვლით.
სექსუალური შევიწროება არაპარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. 5-დან ერთი ქალი (20%) აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების მინიმუმ ერთი ფორმა განუცდია.
15-64 წლის ასაკის ქალების 2.7%-ს სიცოცხლის განმავლობაში განუცდია სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან, გარდა მეუღლისა და პარტნიორისა.
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. საველე სამუშაოები 2017 წელს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-64 წლის 6 006 ქალი და 1 601 კაცი გამოკითხეს.