ახალი ამბები

წულუკიანი: ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები გახდნენ არჩევითები

27 სექტემბერი, 2013 • 1139
წულუკიანი: ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები გახდნენ არჩევითები

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია სასამართლო რეფორმის მეორე ტალღასთან დაკავშირებით. აღმასრულებელ ხელისუფლებას და იუსტიციის სამინისტროს ამ რეფორმის განხორციელება არსად არ ეჩქარება, იმიტომ, რომ გვჭირდება ყველა მოსამართლემ მოასწროს ამაში  ჩართვა, მაგრამ რეფორმა უნდა განხორციელდეს. მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ვთავაზობთ მოსამართლეებს, კითხოს თავმჯდომარემ შესაბამისი სასამართლოში თანხმობა და აზრი მის მივლინებასთან დაკავშირებით, რადგან მივლილნებების თემა ყოველთვის იყო საკითხი, რომ დამოუკიდებლობას ვინც გაბედავდა, იმ მოსამართლეს გააციმბირებდნენ ხოლმე ისე, რომ აზრსაც არ ეკითხებოდნენ. ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები, თუკი ამის თანხმობა იქნება მოსამართლეების მხრიდან, გახდნენ არჩევითები და, რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი მოსამართლის წინააღმდეგ აღძრას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და ეს უფლებამოსილება გადავაბაროთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი