“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია სასამართლო რეფორმის მეორე ტალღასთან დაკავშირებით. აღმასრულებელ ხელისუფლებას და იუსტიციის სამინისტროს ამ რეფორმის განხორციელება არსად არ ეჩქარება, იმიტომ, რომ გვჭირდება ყველა მოსამართლემ მოასწროს ამაში ჩართვა, მაგრამ რეფორმა უნდა განხორციელდეს. მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ვთავაზობთ მოსამართლეებს, კითხოს თავმჯდომარემ შესაბამისი სასამართლოში თანხმობა და აზრი მის მივლინებასთან დაკავშირებით, რადგან მივლილნებების თემა ყოველთვის იყო საკითხი, რომ დამოუკიდებლობას ვინც გაბედავდა, იმ მოსამართლეს გააციმბირებდნენ ხოლმე ისე, რომ აზრსაც არ ეკითხებოდნენ. ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები, თუკი ამის თანხმობა იქნება მოსამართლეების მხრიდან, გახდნენ არჩევითები და, რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი მოსამართლის წინააღმდეგ აღძრას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და ეს უფლებამოსილება გადავაბაროთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე.
წულუკიანი: ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები გახდნენ არჩევითები

ასევე:
-
რატომ დაიხურა სასამართლო სხდომა გიორგი გახარიას საქმეზე -
თამაზ ელიზბარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს -
დაურ ბუავას საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა -
„გამოწვეული ზიანი ვეღარ აღდგება“ — საკონსტიტუციოს მოსამართლე ტროტუარის კანონზე
-
19.09.2026 რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში 21-ე სკოლის შესახებ -
19.09.2026 სარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი -
19.09.2026 „დაველოდოთ მოკვლევას“ — კალაძე ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლაზე -
19.09.2026 კანადა EU-ის პირველი „ასოცირებული წევრი“? რას (არ) ნიშნავს ბრიუსელის ახალი ინიციატივა -
19.09.2026 ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ -
19.09.2026 კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კამბოლოვმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმების 88.4% მიიღო