ახალი ამბები

“გმირთა მემორიალთან” ბიძინა ივანიშვილი მივიდა

27 სექტემბერი, 2013 • 1162
“გმირთა მემორიალთან” ბიძინა ივანიშვილი მივიდა

“უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქართველ მოსახლეობას და არა მარტო ქართველ მოსახლეობას. გარწმუნებთ, რომ არანაკლებ მძიმე ხვედრი აქვს აფხაზეთის მოსახლეობას, რომელიც დღეს ცხოვრობს სეპარატისტულად ხაზგამყოფ ტერიტორიის იქით. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ გვიწევს ამ პირობითი, მოგონილი, გამყოფი საზღვრების სხვადასხვა მხარეს ცხოვრება,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

 

“ოცმა წელმა ვერ გაგვინელა ის ტკივილი და სიცარიელე, რომელიც ჩვენი მეომრების, ჩვენი ვაჟკაცების დაღუპვით არის გულსა და სულში. მაგრამ ერთადერთი, რაც ამ სიცარიელეს, ტკივილს შეგვივსებს, არის მტკიცე იმედი ჩვენი მომავლის,”- განაცხადა მემორიალთან მისულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

  

გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან მიიტანეს “ყოველთა მწუხარეთა სიხარული”, რომელიც დღევანდელი დღის სამახსოვროდ სპეციალურად შეიქმნა. გმირთა მოედნიდან მლოცველთა პროცესია გაემართა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე აფხაზებისა და ქართველების შესარიგებლად ილოცებს. 

 

1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ სოხუმზე კონტროლი დაკარგა და ქალაქი აფხაზურმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს. 13- თვიანი კონფლიქტის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცოხვრები 250 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. კონფლიქტმა 15 ათასი ადამიანის სიცოცხლე შიწირა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი