ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: მერის არჩევნებში ჩემი მონაწილეობა იქნებოდა დიდი შეცდომა

26 სექტემბერი, 2013 •
სალომე ზურაბიშვილი: მერის არჩევნებში ჩემი მონაწილეობა იქნებოდა დიდი შეცდომა

“რატომ დავფიქრდი ამ წინადადებაზე  და რატომ არ მოვიწონე: ერთი ის, რომ თბილისის მერი არის არჩევითი ადგილი და მე კარგად მესმის, რა არის დემოკრატია.  არჩევით ადგილას არ ნიშნავენ ადამიანებს. ეს ეხება როგორც მერობას, პრეზიდენტობას, როგორც პრემიერობას. თუმცა ჩვენ მალე ვიქნებით ქვეყანაში, სადაც არავინ არ იქნება არჩეული. არის უკვე დანიშნული პრეზიდენტი. ის (მარგველაშვილი) ალბათ გახდება პრეზიდენტი ამ სიტუაციაში” – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია ტვ3–ის ეთერში გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” სტუმრობისას გააკეთა. 

 

ზურაბიშვილის განცხადებით, მერი არის არჩევითი პოსტი:

 

” ეს არის ერთი ადგილი, საიდანაც ვერაფერს ვერ იზამ საგარეო პოლიტიკაში. ჩემი მთავარი კომპეტენცია არ უნდა იყოს გამოუყენებელი. შეიძლება იმიტომ იყო ეს შემოთავაზება, არ ვიცი. ზოგიერთები უფრო შორს იყურებოდნენ. მეტადრე ეს არის ადგილი, სადაც უგულავას მერე იქნება ბევრი ფინანსური მახეები და საფრთხეები. მე არ მგონია, რომ მოქონდეს ის საშუალებები ან ჩემ უკან და არც ჩემ წინ, რომ ეს ყველაფერი დავძლიო და გავუმკლავდე. ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა, რომ ამაზე წავსულიყავი. დღეს რომ ამაზე წავიდე, როგორც ზოგიერთები წერენ, იმიტომ, რომ “ოცნება” დამიჭერს მხარს. მე სადაც წავალ, წავალ დამოუკიდებლად, მაგრამ არა საზოგადოებისაგან. მე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების, რომელსაც ყოველდღიურად ვამოწმებ. ეს არ არის ჩემ მიმართ მხარდაჭერა. ეს არის იმ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, უნდა აღდგეს და იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი, ღირსეული სახელმწიფო, სადაც არავინ არავის არ დაუწყებს თითის ქნევას.”     

მასალების გადაბეჭდვის წესი