“სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს სააკაშვილი სად და რას იტყვის. არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს და არ მგონია, რომ ამას ჩვენ რაიმე მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. სააკაშვილი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ის, რაც ახლა ხდება ახალგორის ტეიტორიაზე, ეს არის პირდაპირ სააკაშვილის დანაშაულის შედეგი. მე თავისუფალი და ობიექტური გამოძიების და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნით უზრუნველვყოფ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ობიექტური გამოძიება და ასეთ შემთხვევაში არა მარტო სააკაშვილი, არამედ მისი უახლოესი გარემოცვა, რამდენიმე ათეული ადამიანი, აუცილებლად წარსდგებიან მართლმასჯულების წინაშე. განსაკუთრებით ვპირდები იმ ადამაინებს, ვინც ახლა სიმწრით მოწეულ მოსავალს კრეფს, რომ თავისი მოსავალი ე.წ. საზღვრის აქეთ მხარეს გადმოიტანოს. ვპირდები იმ ქალბატონს, რომელიც გუშინწინ გლდანში თვალცრემლიანი მეუბნებოდა, თამარაშენიდან ვარ, ექვსი შვილი ნახევრად მშიერი მყავს, მაგრამ არაფერი მინდა, ოღონდ მითხარი, რომ დამაბრუნებო. ვპირდები ყველა იმ ადამიანს და ეს არის მთელი საქართველო, რომლისთვისაც ის, რაც ახლა დვანში ხდება, არის გულზე მავთულხლართების გადატარება, ყველას ვპირდები, რომ ამისთვის სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის და მივაღწევ კიდევაც იმას, რომ საქართველოში მავთულხლართები აღარ იყოს’ , – განაცხადა ბურჯანაძემ.
“ნეტგაზეთის” კითხვას, როგორ აპირებს ამის გაკეთებას, ბურჯანაძემ ასე უპასუხა:
“ნახავთ, როგორც”.




