აღმოჩენილი ყუთი დაფარული იყო ზურმუხტით, საფირონით და ლალის თვლებით. განძის ღირებულება 246 მილიონი ევროა.
“ახალგაზრდა პატიოსანმა მამაკაცმა მაშინვე გაიაზრა, რომ საგანძური ისეთ ადამიანს ეკუთვნოდა, ვინც ადგილზე დაიღუპა. მან ამჯობინა ნაპოვნი პოლიციისთვის გადაეცა, ვიდრე თავად დაეტოვებინა”– განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, თუ განძის მესაკუთრეს ან მის მემკვიდრეს ვერ იპოვნიან, იგი მპოვნელ ალპინისტს გადაეცემა.




