ახალი ამბები

პარიზის აეროპორტში 1.3 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

26 სექტემბერი, 2013 •
პარიზის აეროპორტში 1.3 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

აღმოჩენილი ნარკოტიკი 30 ჩემოდანში იყო განთავსებული. ოპერაცია 11 სექტემბერს ჩატარდა, თუმცა მის შესახებ საჯაროდ  21 სექტქმბერს განაცხადეს.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ყველაზე დიდი ნარკოგადაზიდვის შემთხვევაა პარიზის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, 6 ადამიანი დააკავეს “საერთაშორისო ნარკოკონტრაბანდის ბეჭდის” წევრობის ბრალდებით.

 

ოფიციალური პირების განცხადებით, კოკაინი საფრანგეთში უნდა გაეყიდათ და მისი სრული ღირებულება 270 მილიონი დოლარია.

 

ფრენა უშუალოდ კარაკასიდან განხორციელდა, ჩემოდნები არ იყო რეგისტრირებული არცერთ მგზავრზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი