ახალი ამბები

საგანელიძე: პრემიერი ღია ეთერში დაჯდა ჩაწყობილი კითხვების და პასუხების გარეშე

26 სექტემბერი, 2013 •
საგანელიძე: პრემიერი ღია ეთერში დაჯდა ჩაწყობილი კითხვების და პასუხების გარეშე

“ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყნის პრემიერი ესაუბრებოდა  ექსპერტებს, რომლებიც გამოთქვამდნენ განსხვავებულ აზრებს. ხან ძალიან კრიტიკულს, ხან კარგს, ხან შეუსაბამოს, ხან ძალიან ობიექტურს. ეს გარჩევა მიდიოდა ღია ეთერში ამ ადამიანებთან და, ბუნებრივია, იქნებიდა ცხარე კამათი და საინტერესოც” – განაცხადა საგანელიძემ. 

 

მისი თქმით, ვინ რა თქვა, ვინ იყო კრიტიკული, მერე ვინ როგორ დაასაბუთა, ეს მხოლოდ  შეხვედრის დეტალებია:

 

“ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყნის პირველი პირი ასე ღიად ესაუბრება იმ ადამიებს, რომლებსაც აქვთ, ერთი მხრივ, უფლება და, მეორე მხრივ, ზოგიერთს აქვს პრეტენზია, რომ არის ექსპერტი ამ თემასთან დაკავშირებით. ექსპერტს უნდა დაესაბუთებინა თავისი პოზიცია, ვითარდება თუ არა ქვეყანაში ეკონომიკა, სრულდება თუ არა დაპირებები. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა და მე არ ვიცი, რომელი ქვეყნის პირველი პირი გაბედავს ღია ეთაერში დაჯდეს ყოველგვარი წინასწარი ჩაწყობილი კითხვების თუ ჩაწყობილი პასუხების გარშე და ესაუბროს საზოგადოებას ექსპერტებთა ერთად. ”   

მასალების გადაბეჭდვის წესი