ახალი ამბები

საგანელიძე: საპარლამენტო უმცირესობამ უნდა გვიპასუხოს, რატომ გააუპატიურა ბიზნესი

26 სექტემბერი, 2013 •
საგანელიძე: საპარლამენტო უმცირესობამ უნდა გვიპასუხოს, რატომ გააუპატიურა ბიზნესი

” ეს იქნება პოლიტიკური დებატები ეკონომიკურ თემაზე საპარლემენტო უმცირესობასთან. ერთადერთი მექნება სათქმელი, რომ პასუხი გასცენ ქვეყანას ზოგადად, რატომ ანგრიეს ამდენი წელი ეკონომიკა და რატომ გააუპატიურეს ბიზნესი, როემლმაც უნდა განავითაროს წარმოება და ეკონომიკა”     

 

საგანელიძის ინფორმაციით, ეს დებატები უნდა გამართულიყო 27 სექტემბერს: ” ეს იყო უმცირესობის მოთხოვნა. უბრალოდ, ტექნიკური მიზეზების გამო ძალიან ბევრი საკითხებია და ხვალ ვერ მოხერხდება დებატები და გადაიწევს შემდეგ კვირას. საერთოდ მიმაჩნია, რომ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას და კატასტროფამდე მიიყვანა, ნებისმიერი დებატების გამართვა უაზრობაა. რაზე და რომელ ეკონომიკურ პარამეტრებზე უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს ისეთი ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას ანგრევდა, ბიზნესს ძარცვავდა, კეძო საკუთრებას ლახავდა. ყველა იმ ფუნდამენტურ ღირებულებას, რაც უნდა ჰქონდეს ბიზნესის განვითრებას ქვეყანაში, უგულებელყოფდა. მათთან დებატებს აზრი არ აქვს, მაგრამ, ისევ და ისევ ვიმეორებ, შეიძლება ამ დებატების ინტერესი აქვს საზოგადოებას. საზოგადოებას უფრო მეტად უნდა დავანახოთ, რომ  ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ შემოტრიალდა დიამეტრალურად ეს ყველაფერი. ის სიყალბე, რასაც ისინი აცხადებენ, სად იყო და როგორია რეალობა.” 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ამის მიხედავად უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დებატები მაინც გაიმართება:

 

“ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უნდა იყოს ასეთი დებატები. განა იმიტომ, რომ მათთან გვაქვს სადებატო? განა მათგან რამე შეიძლება ისწავლოს და ჩაიწეროს ადამიანმა? საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ ვინ არიან ეს პოპულისტები, ეს ამორალური ეკონომიკის შემქმნელი ადამიანები, რომლებიც დღეს ჭკუას გვასწავლიან, თურმე როგორი უნდა იყოს ეკონომიკა. ეს იქნება ამ დებატების ძირითადი შინაარსი. მინისტრების მოწვევას ამ სიტუაციაში არ ექნება აზრი, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური დებატებია. თუ ვინმეს აინტერესებს რომელიმე სამინისტროს შესახებ ინფორმაცია, ეს ღიაა.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი