მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 3 მარტს მოხდა.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.