ოვალური ქვა, რომელსაც “ვარდისფერ ვარსკვლავს” უწოდებენ, ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტია, რაც აუქიონზე ოდესმე წარუდგენიათ.
სოთბის წარმომადგენლის, დევიდ ბენეტის თქმით, ბრილიანტი “დედამიწის დიად ბუნებრივ საგანძურს ეკუთვნის”.
ბრილიანტის ზომა 2–ჯერ მეტია 24. 78 კარატიან ბრილიანტთან შედარებით, რომელიც აქამდე აუქციონების რეკორდსმენად ითვლებოდა და მისი ფასი 46 მილიონი დოლარია.
ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტის მიხედვით, ძვირფასი ქვა, რომელიც 1999 წელს აფრიკაში მოიპოვეს მაქსიმალური ფერის და სიწმინდის მატარებელია. დამუშავებამდე ქვა 132 კარატს იწონიდა, მისი გაპრიალების პროცესი 2 წელს გაგრძელდა, რაც კომპანია Steinmetz Diamonds–მა უზრუნველყო.
სოთბის აუქციონის წამოამდგენლის განცხადებით, ძალიან იშვიათია ნათელი ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც თუნდაც 5 კარატს იწონის, 59.6 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, მისი განცხადებით, ყვეელანაირ მასშტაბს მიღმაა.
აუქციონი 13 ნოემბერს, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართება. სოთბის ფარგლებში ოქტომბერში უკვე გაიყიდა თეთრი და ლურჯი ბრილიანტი, რომელთა ფასიც 28 და 19 მილიონ დოლარი მეტია.





