2018 წლის თებერვალში, ერთ თვეში, 1280 მ3–ის ოდენობის უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს, ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 35 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გაგზავნილი.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები რეგიონების მიხედვით:
- კახეთში – 206 ფაქტი
- სამცხე-ჯავახეთში – 90 ფაქტი
- სამეგრელო-ზემო სვანეთში – 61 ფაქტი
- ქვემო ქართლში – 50 ფაქტი
- იმერეთში – 45 ფაქტი
- შიდა ქართლში – 42 ფაქტი
- რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 26 ფაქტი
- მცხეთა-მთიანეთში – 22 ფაქტი
- აჭარაში – 21 ფაქტი
- გურიაში – 10 ფაქტი
სამინისტროს ცნობით, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილია 26 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.