“შეიძლება ზოგიერთი რამე საზოგადოებისთვის უცხო ხილი იყო და მეც არ გამიხარდა ეს ამბავი, რასაკვრიველია. მე ჩემი აზრი მაქვს, მას – თავისი. თუმცა ერთ რამეში შეიძლება დაეთანხმოს ადამიანი, ვთქვათ, რადგან ბიზნესიდან არის ადამიანი მოსული, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში უკვე ორი წელია არის, ის ყოველთვის ითხოვს სიზუსტეს და ზოგ შემთხვევაში არის თემები, რომლის სიზუსტესაც საზოგადოების განწყობა მიგანიშნებს და ასე კონკრეტული ფაქტების დასახელება ციფრებში გაგიჭირდება და ამის გამო მოგვივიდა კამათი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, რადგან ვთვლი, რომ კი, კრიტიკა იყო, მაგრამ იქ კონტრკრიტიკაც არსებობდა, მეც ვთქვი, კახი კახიშვილმა, ვაჟა ბერიძემ და სხვებმა როგორ ილაპარაკეს?! ასე რომ, პრინციპში იყო საინტერესო საუბარი, რომელიც კიდევ არის გასაანილიზებელი, რადგან ჯერჯეობით ემოციური მუხტი არსებობს და ყველაფერს ვერ ვიტყვი. საზოგადოებისთვის თუ იქნება სასარგებლო, იქ კრიტიკასაც აიტანს კაცი და სხვა რამესაც”, – განაცხადა არეშიძემ.
“ნეტგაზეთის” კითხვას, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ექპერტებმა საკუთარი პოზიციების არგუმენტირებულად და ჯეროვნად დაცვა ვერ მოახერხეს და რა იყო ამის მიზეზი, იგი ასე პასუხობს:
“ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ბოლოს დ აბოლოს, მასთან ვიყავით და… იცით რა არის, მე მაინცდამაიც არ მეჩვენება, რომ… ჩემ თავზე არ ვიტყვი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში შეიძლება ასეც ჩანდა, მაგრამ კახიშვილის და ბერიძის შემთხვევაში ნამადვილად ვერ ვიტყვი, რომ რაღაცის თქმა გაუჭირდათ”.
“ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ გაუჭირდა პირადად მას, იგი პასუხობს:
“მე არ გამჭირვებია. ჩემს შესახებ, რაც იყო, მე ვთქვი. ორ- სამ ფაქტზე გვქონდა კამათი, ორის შემთხვევაში კონკრეტული ფაქტი მოვუყვანე და აღარ გაუგრძელებია, მესამეზე ლაპარაკი იყო სულ, რომ რატომ ამბობ, რომ ქაოსიაო. მე ვთვლი, რომ ქაოსია. რომ დამთავრდა შეხვედრა, ჩვენ მაინც ვუთხარით ზოგიერთმა ჩვენი აზრი. მას უყვარს, რომ მაინცდამაინც ყველაფერი იყოს დეტალიზირებული, ადამიანის ბუნებაა ასეთი. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ცოტა სხვანაირადც შეიძლება იყოს კრიტიკა. მე დავუსახელე კონკრეტული სახელები და გვარები და თუ შეატყეთ, ამ თემაზე არაფერი აღარ უთქვამს. ვთვლი, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იყო”, – აცხადებს არეშიძე, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” სახელით კენჭს იყრიდა მაჟორიტარული წესით.
იგი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელზე მწვავე კამათიც ჰქონია გასულ წელს. ამასთან, არეშიძის თქმით, მან მხოლოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში მისვლისას გაიგო, რომ ეს შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ფაქტს მისთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. გარდა ამისა, არეშიძის განცხადებით, მან წინასწარ არ იცოდა თემა, რომლის ირგვლივაც ივანიშვილსა და ექსპერტებს უნდა ემსჯელათ.




