“მთავარი პროკურორი არის ძალიან გულწრფელი ადამიანი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. კარგი ადამიანობა და გულწრფელობა სტრუქტურის მართვას ხშირად არ შველის. აჩიკოს [კბილაშვილი] არ აკლია არც ერთი, არც მეორე და არც მესამე, ის ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ გამოცდილება, რომ ადვოკატი პროკურატურის უფროსად მიდის, ცოტა რთულია, და აჩიკო ამას გაგებით ეკიდება. არავითარი კონფლიქტი ლაშასა და აჩიკოს შორის არ არსებობს. ლაშა არის უფრო გამოცდილი, მაგრამ არა ისეთი გამოცდილი, როგორც მას ბატონი სოსო [ცისკარიშვილი] ახასიათებს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სოსო ცისკარიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლაშა ნაცვლიშვილი კა–გე–ბეს გენერალი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ლაშას არ უმუშავია კა–გე–ბეში. ლაშა ნაცვლიშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი, ინტელექტულია, ძალიან განათლებულია, გამოცდილია. აჩიკოს ის მხარში უდგას. მათ კონფლიქტი არ აქვთ. ის, რომ ჩემგან პოლიტიკურად დანიშნული იყო არჩილ კბილაშვილი, ამაზე პასუხს ვაგებ. მე სწორად დავნიშნე, პერსპექტივა მანდაა, ის ამერიკელბსაც მოსწონს, ევროპელებსაც და მასაც აქვს განცდა, რომ პროკურატურა უნდა იყოს ევროპული და ასე შემდეგ. ლაშასაც არ აქვს ნაკლები განცდა, მაგრამ ლაშას მეტი გამოცდილება აქვს და ხშირად (რაზეც შენ გამოთქვამ ეჭვებს,კახი კახიშვილი) შეიძლება, წყვეტს ის, რაც კბილაშვილის გადასაწყვეტია. ასეთი კაზუსები შეიძლება არის, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა’, – განაცხადა ივანიშვილმა.







