‘პოლიცია დღეს ჩვენ გვყავს თითქმის კარგი, თუ ძალიან კარგი არა, და საოცრება მოახდინა მინისტრმაც და საოცრება მოხდა პოლიციაშიც. შესაბამისად, როცა პოლიციასთან გაქვთ პრეტენზიები და თუ აიღებთ გერმანიას მაგალითად, სხვაობა იქნება, მაგრამ გახსენებთ, რომ რეალობიდან გამოხვიდეთ. საოცრება მოხდა პოლიციაშიც, სასამართლოშიც და პროკურატურაშიც, ამ 10 თვის განმავლობაში რაც მოხერხდა. თქვენ გინდათ, რომ რომის პაპზე დიდი კათოლიკეები გახდეთ, იდეალური პოლიცია ევროპაშიც კი არ არსებობს. როცა ამბობთ, რომ პოლიციასთანაც გაქვთ კითხვები, პროკურატურასთან ძალიან ბევრი გაქვთ, გამოდით რელაობიდან… საოცრება მოხდა, ის პოლიცია, რომელიც ძალადობდა საკუთარ ხალხზე და გამოყენებული იყო ინსტრუმენტებად დიდი ნაწილი და ზონდერ ბრიგადებად ყალიბდებოდა, დღეს აბსოლუტურად კულტურულად ახორციელებს თავის კანონიერ უფლებებს და ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგა, შემცირდა კრიმინალიც და ამას მოწმობს სტატისტიკა’, – განაცხადა ივანიშვილმა ექსპერტების საპასუხოდ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პოლიციასთან და პროკურატურასთან გარკვეული კითხვები არსებობს.




