ახალი ამბები

ცნობილი ადამიანების ათეული, რომელიც თქვენი კომპიუტერისთვის საფრთხეს წარმოადგენს

25 სექტემბერი, 2013 •
ცნობილი ადამიანების ათეული, რომელიც თქვენი კომპიუტერისთვის საფრთხეს წარმოადგენს

კომპანიის მკვლევარების განცხადებით, კოლინსის შესახებ ინფორმაციის ძებნას და მისი ფოტოების ჩამოტვირთვისას 14.5 %–ია იმის შანსი, რომ ვებ–გვერდზე, რომელზეც იმყოფებით, გაჩნდეს სპამი, ვირუსული ლინკები, უფასო კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც მოთავსებულია რეკლამა და სხვა.

 

ლილი კოლინზი არ არის ერთადერთი სახიფათო სახელი და გვარი.  მომღერალი ავრილ ლავინი, 12.7 %–იანი რისკით, სიაში მეორე ადგილზეა. “სახიფათო პოპულარული ადამიანების” ათეული კი ასე გამოიყურება:

 

1. ლილი კოლინზი, 14.5%

2.  ავრილ ლავინი, 12.7%

3.  სანდრა ბულოკი, 10.8%

4.  კეიტ გრიფინი.  10.6%

5.  ზოი სალდანა , 10.5 %

6.  კეტი პერი, 10.4%

7.  ბრიტნი სპირსი, 10.1%

8.  ჯონ ჰამი, 10.0%

9.  ადრიანა ლიმა, 9.9%

10. ემა რობერტსი 9.8 %

 

გასულ წელს ყველაზე სახიფათო ცნობილ ადამიანად ემა ვათსონი დასახელდა, რომელიც ფილმ “ჰარი პოტერში” შესრულებული ჰერმიონ გრეინჯერის როლით გახდა ცნობილი. თუმცა წელს ემა ვათსონი ათეულს მიღმაა.

 

ციფრული უსაფრთხოების კომპანია McAfee 7 წელია სწავლობს ჰოლივუდის მსახიობებს და მომღერლებს, რომელთა ძიება ინტერნეტში მაღალ რისკს შეიცავს დავირუსების და სპამების თვალსაზრისით. ოცეულში 9 ადგილი უჭირავთ მუსიკოსებს. კომპანია აცხადებს, რომ ვირუსული გვერდები უფასო ჩამოტვირთვას სთავაზობს მომხმარებელს.

 

კომპანია მომხმარებლებს თავაზობს რეკომენდაციებს, რათა კომპიუტერი დავირუსებისაგან დაიცვან:

 

1. თავი შეიკავეთ იმ ბმულებზე გადასვლისგან, რომელიც გთავაზობთ ისეთ კონტენტს, რომელიც დაუჯერებელია, რეალობას შეესაბამებოდეს.

 

2. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, როცა კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე აქტუალური თემის შესახებ ეძებთ ინფორმაციას, რადგან ინტერნეტკრიმინალები ქმნიან ისეთ ვირუსულ ვებ–გვერდებს, სადაც აქტუალური თემები დომინირებს.

 

3. დაიცავით საკუთარი თავი– გამოიყენეთ უსაფრთხოების პროგრამები თქვენი კომპიუტერებისთვის, ლეპტობებისთვის, სმარტფონებისთვის, ტაბებისთვის. მაგალითად, ” McAfee Live Safe”, რომელსაც თან ახლავს უსაფრთხო ძებნის ინსტრუმენტი და გიცავთ ვირუსული საიტებისგან.

 

McAfee არის კომპანია, რომელიც ანტივირუსულ პროგრამების შექმნას უზრუნველყოფს, 2010 წელს McAfee კომპანია Intel-მა 7,68 მილიარდ დოლარად შეისყიდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი