ახალი ამბებირეკლამა

10 საინტერესო ქართული სტარტაპი

1 მარტი, 2018 • 30119
10 საინტერესო ქართული სტარტაპი

TBC ბანკმა პროგრამა “სტარტაპერი” 2017 წელს შექმნა. ამ პროგრამის ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერით ჯამში, 12 ათასმა სტარტაპმა ისარგებლა.  გთავაზობთ პროგრამაში ჩართულ 10 საინტერესო სტარტაპს.

[blue_box]ჩიკატაი[/blue_box]

ჩიკატაი – არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს! ხელნაკეთი, მუსიკალური სათამაშოები გია ყანჩელის მელოდით.

[blue_box]Giovanni Morra[/blue_box]

Giovanni Morra – არის კაცის ხელნაკეთი აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული ბრენდი. Giovanni-ში შეგიძლია შეიძინო ბაფთები, ჰალსტუხები, საგულეები, საკინძეები და კაცის სხვა ორიგინალური აქსესუარები.

[blue_box]Charte.ge[/blue_box]

Charte.ge – ონლაინ პლატფორმა სადაც ნებისმიერს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

[blue_box]კიჭი[/blue_box]

კიჭი – ბავშვის საღეჭი მძივები დედებისთვის, გამოიყენება ჩვილი ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათი კბილების (კიჭების) ზრდას. შექმინილია სპეციალურად დედებისთვის, არის ხელნაკეთი და დამზადებულია საქართველოში.

[blue_box]Cnick[/blue_box]

Cnick  – არის ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც  უმაღლესი ხარისხის ეგზოტიკური ხისა და ძვირფასი ქვისგან მზადდება. ბეჭედს შეგიძლიათ მიამაგროთ საშვი, ბილეთები, მართოთ სმარტფონი , ან გააზიაროთ მცირე ზომის ინფორმაცია.

[blue_box]Handy[/blue_box]

ჰენდი – არის ქალისა და მამაკაცის მაჯის საათები, ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით.

[blue_box]გიშერი[/blue_box]

გიშერი –  ქართული, ორგანული, დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია.  გიშერი აწარმოებს ტუჩსაცხს, ტუჩის გლოსს, საბავშვო ჰიგიენური გლოსსა და ფჩხილის ლაქს. ინგრედიენტები ბუნებრივი ზეთები, ცვილები და კარაქებია, რომლებიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან.

[blue_box]Hippie[/blue_box]

ჰიპი – უამრავ მხიარულ და ლამაზ ხელნაკეთს ნივთს ქმნის. ესენია : მოხატული ჩანთები, ნამდვილი მცენარეებისგან დამზადებული სამკაულები, ბლოკნოტები და ბევრი სხვა ნივთი, რომლებიც ორიგინალურადაა გაფერადებული. ჰიპის შემქნელებმა ძველი ვინტაჟური სტილის ავტობუსი მოხატეს და მასში პატარა მაღაზია გააკეთეს. ისინი ამ ავტობუსით მოგზაურობენ და საქართველოს ქალაქებში გამართულ გამოფენებში იღებენ მონაწილეობას.

[blue_box]kote.ge[/blue_box]

Kote.ge -ს მიზანია,  სახლის შეძენა  ყველასათვის მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს. ამისათვის სტარტაპმა შეიმუშავა კოტეჯის ყველაზე უნივერსალური დიზაინი, რომლის გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით – ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. კოტეჯი შედგება 7 ნაწილისგან და მას 25 წუთი სჭირდება ასაწყობად.

[blue_box]Birdie[/blue_box]

ბირდი – მაგდა სოლოღაშვილის სახელოსნოა. მაგდა ხატავს, ამზადებს კედლის დეკორს და სხვადასხვა ნივთებს. ნაკეთობებზე მუშაობისას  ღია და კაშკაშა ფერებს იყენებს.

[blue_box] პროგრამა “სტარტაპერის” ერთი წელი [/blue_box]

 თიბისი  ბანკი პირველი ბანკია, რომელმაც საქართველოში სტარტაპების განვითარებისთვის  სპეციალური პროგრამა შექმნა.  პროგამის  მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება.  პროგრამა მოიცავს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სტარტაპებისთვის.

“ სტარტაპერი” ერთი მხრივ, არის თიბისი ბანკის  სოციალური პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ – ინვესტიცია მომავალში,” – ამბობს ნათია სვანიძე, პროგრამის მენეჯერი.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს ძალიან დიდი რესურსი აქვთ იმისათვის, რომ საკუთარი იდეები და  მისწრაფებები რეალურ საქმედ აქციონ და თიბისი ბანკმა სწორედ ამიტომ გადავწყვიტა ცალკე მიმართულება ჰქონოდა სტარტაპებზე.

“თავიდან საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვიდექით, ჩვენ არ ვიცოდით რამდენად გაამართლებდა ეს პროგრამა, რამდენად ვიპოვიდით კარგ და სანდო სტარტაპებს. ამიტომ, გულმოდგინედ ვმუშაობდით პროგრამასა და მის თითოეულ დეტალზე. დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ შედეგებმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა,” -აღნიშნავს პროგრამის მენეჯერი. 

პროგრამის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში:

“ცხადია, სტარტაპების გარეშე ვერანაირ შედეგს მივაღწევდით. სტარტაპები არის ამ პროგრამის მთავარი ღერძი, მათი წარმატებაა ჩვენი წარმატება. დღეისათვის ადამიანები ქვეყანაში იმაზე ფიქრობენ, რომ დაქირავებულები არ იყვნენ და თვითონ წამოიწყონ საქმე , თავიანთ იდეებს ხორცი შეასხან. ჩვენ ადამიანებს ამაში ვეხმარებით, “ – ამბობს ნათია სვანიძე.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 500-ზე მეტი დამწყები კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო სტარტაპტრენინგებს და მასტერკლასებს და საკუთარი ბიზნესის მართვისთვის სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები მიიღო.

სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან პარტნიორობის შედეგად „სტარტაპერმა“ შექმნა სპეციალური სტარტაპპროდუქტები, რომლებიც დამწყები კომპანიის წარმომადგენლებს მათთვის საჭირო რესურსებზე წვდომასა და ამ რესურსებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს. „სტარტაპერს“ უკვე შემოუერთდნენ „სოკარი“, „ჯეოსელი“, „სიქლნეტი“ და „თიბისი დაზღვევა“.

პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე  განთავსებულია კატალოგი პროგრამაში მონაწილე სტარტაპების შესახებ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი