როგორც დღეს, 24 სექტემბერს, ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, მრეწველები, ევროპელი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის 2000–ლარიანი ჯარიმებით დაჯარიმდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეილებით, ხოლო კომუნისტური პარტია – 5000 ლარით.
აზნაურაშვილის განმარტებით, მონიტორინგის სამსახური ზემოხსენებულ პარტიებს სხვადასხვა სახის ფინანსურ დარღვევებს ედავებოდა, მათ შორის ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანას აუდიტის სამსახურის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
კომუნისტური პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ნუგზარ ავალიანი ცესკოში საარჩევნო სუბიექტად უკვე დარეგისტრირდა.