ახალი ამბები

“პარტიზანი მებაღეები”: პოლიცია “ციყვების ზონიდან” გაყვანით გვემუქრება

24 სექტემბერი, 2013 •
“პარტიზანი მებაღეები”: პოლიცია “ციყვების ზონიდან” გაყვანით გვემუქრება

 

“ჩვენ ვართ ათნი და ისინი არიან 20–მდე მანქანით. ამ 20–იდან ნაწილი არის პოლიციის მანქანა, ხოლო ნაწილი შავი ჯიპები. პოლიციამ დღეს უკვე გვითხრა, რომ ჩვენი ქმედება უკანონოა და ტერიტორია უნდა დავტოვოთ”, – აცხადებს ფერაძე და დასძენს, რომ პარტიზანი მებაღეების ამის გაკეთებას არ აპირებენ.

 

მისივე თქმით, დღეს, 18:00 საათზე “ციყვების ტერიტორიაზე” უფრო მეტი ადამიანი აპირებს მისვლას. “პარტიზანმა მებაღეებმა” წუხელ მორიგეობა დააწესეს და ღამე “ციყვების ტერიტორიაზე” გაათენეს.

 

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ, 23 სექტემბერს, შუადღის საათებში ცნობილი გახდა, რომ შპს “კოლორიტის” წარმომადგენლები ადგილიდან ბუჩქოვანი ნერგების გადარგვას აპირებდნენ. პარტიზანმა მებაღეებმა და მათმა თანამოაზრეებმა ტერიტორია მანქანით და კარვებით ჩახერგეს და ნერგებით დატვირთულ სატვირთო მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მომიტინგეები ტერიტორიიდან ნერგების გადარგვას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ბუჩქები კვლავ “ციყვების ტერიტორიაზე” დაირგას, ხოლო ტერიტორიის მფლობელი “კოლორიტის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ნერგები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გადააქვთ დასარგავად და მის უკან დაბრუნებას არ აპირებენ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნერგები, რომელიც ამჟამად სატვირთო მანქანაზეა განთავსებული, უმოქმედობის გამო გახმება, რის გამოც პასუხისმგებლობა მომიტინგეებს დაეკისრებათ, საპირისპირო აზრი აქვთ მომიტინგეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი