ახალი ამბები

წიგნები, რომელთა აკრძალვას ამერიკაში ითხოვენ

24 სექტემბერი, 2013 • • 4854
წიგნები, რომელთა აკრძალვას  ამერიკაში ითხოვენ

2012 წელს ბიბლიოთეკებმა 464 თხოვნა მიიღეს სხვადასხვა წიგნების აკრძალვასთან დაკავშირებით, ესა თუ ის წიგნი ხელმისაწვდომი რომ არ ყოფილიყო მათი მკითხველისთვის. 2012 წლის აკრძალვების თხოვნა 42 %–ით მაღალია 2011 წელთან შედარებით.

“აკრძალული წიგნების კვირა” ყოველწლიური მოვლენაა, რომელიც კითხვის თავისუფლების აღსანიშნავად 1982 წლიდან დაწესდა. კვირეული არა მხოლოდ ახალისებს ადამიანებს, გაეცნონ იმ ლიტერატურას, რომლის აკრძალვასაც მოქალაქეები ითხოვენ, ასევე, აქტიურად უწყობს ხელს ინტელექტუალური თავისუფლების პოპულარიზაციას სკოლებში და წიგნების მაღაზიებში.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ 10 წიგნს, რომელთა აკრძალვასაც ამერიკაში ითხოვდნენ მოქალაქეები.

1. “Captain Underpants”- ავტორი დავ პილკი

“Captain Underpants” ნოველების სერიაა, რომელიც ორი მეოთხეკლასელის- ჯორჯის, ჰაროლდის და captain Underpants-ის შესახებაა, კაპიტანი კომიქსის გმირია, რომელიც შემთხვევით რეალურ გმირად იქცევა, მას შემდეგ, რაც ბიჭები ბოროტ დირექტორს, მისტერ კრაპს დააჰიპნოზებენ.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: არანორმატიული ენა, შეუფერებელია ასაკობრივი ჯგუფისთვის.

2. “The Absolutely True Diary of a Part-Time Indian”- ავტორი შერმან ალექსი

წიგნი ამერიკელი ბიჭის შესახებ ქრონიკაა, რომელიც ტოვებს პრობლემურ სკოლას. 14 წლის არნოლდი ინდიელებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე  (რეზერვაცია) ცხოვრობს, სადაც სიღარიბეა და არც საკმარისი საჭმელია.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: სექსუალური შინაარსის ტექსტი, არანორმატიული ენა, რასიზმი, შეუფერებელია ასაკობრივი ჯგუფისთვის.

3. Thirteen Reasons Why, ავტორი ჯეი აშერი

ავტორი იკვლევს სასკოლო ცხოვრებისთვის მახასიათებელ სტრესსა და დაძაბულობას, ჩადენილი სუიციდის ფონზე. “შენი მეგობრის სიკვდილს 13 მიზეზი აქვს, ერთ–ერთი ხარ შენ”– წერია წიგნის გარეკანზე.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: ნარკოტიკები/ალკოჰოლი/მოწევა, სუიციდი, სექსუალური შინაარსის ტექსტი, შეუფერებელია ასაკობრივი ჯგუფისთვის.

Thirteen Reasons Why
Thirteen Reasons Why

4. Fifty Shades of Grey, ავტორი ელ ჯეიმსი

წიგნის მთავარი გმირი, სადომაზოხისტი კრისტიან გრეი კოლეჯის სტუდენტს ანასტასია სტილს აცდუნებს.  წიგნის ეკრანიზაცია 2014 წლის აგვისტოში გამოვა. თავად წიგნი კი ბესტსელერად იქცა.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: სექსუალური შინაარსის ტექსტი, არანორმატიული ენა.

5. And Tango Makes Three, ავტორები -პიტერ პარნელი და ჯასტინ რიჩარდსონი

წიგნი ორი მამრი პინგვინის შესახებაა, რომლებიც პატარა პინგვინს იშვილებენ და ზრდიან. წიგნის ინსპირაცია რეალური ამბავი გახდა, ნიუ–იორკის ზოოპარკში ორმა  პინგვინმა მართლა დაიწყეს პატარა პინგვინზე ზრუნვა.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: ჰომოსექსუალობა, შეუფერებელია ასაკობრივი ჯგუფისთვის.

6. The Kite Runner, ავტორი ჰალედ ჰოსეინი

ნოველა 2003 წელს გამოქვეყნდა, მისი მთავარი გმირი ამირია, რომელიც ავღანეთიდანაა და ჰყავს საუკეთესო მეგობარი –ჰასანი. წიგნი ბესტსელერად იქცა და, ჯამში, 20 მილიონი გაიყიდა.

“მეგობრობა, ღალატი, სინდისის ქენჯნა, არცთუ მარტივი სიყვარული მამასა და შვილს შორის- უნივერსალური თემებია და არაა დამახასიათებელი მხოლოდ ავღანეთისთვის. წიგნმა გადალახა კულტურული, რელიგიური, გენდერული საზღვრები, მკითხველებიდან წამოსული რეზონანსის მიხედვით”– განაცხადა ავტორმა 2005 წელს.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: ჰომოსექსუალობა, არანორმატიული ენა, რელიგიური თვალსაზრისი, სექსუალური შინაარსის ტექსტი.

The Kite Runner
The Kite Runner

7. Looking for Alaska, ავტორი ჯონ გრინი

Miles Halter ჩადის სკოლა– პანსიონში, რომელიც ალაბამაში მდებარეობს და სადაც ტრაგედია დატრიალდება.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: არანორმატიული ენა, სექსუალური შინაარსის ტექსტი, შეუფერებელია ასაკობრივი ჯგუფისთვის.

Looking for Alaska
Looking for Alaska

8. Scary Stories, ავტორი ალვინ შვარცი

შვარცის მოთხორბების სერია საშიშ ურბანულ ლეგენდას ეფუძნება, წიგნი პირველად 1981 წელს გამოიცა.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: ძალადობა, შეუფერებელია ასაკობრივი ჯგუფისთვის.

Scary Stories
Scary Stories

9.  The Glass Castle, ავტორი ჟანეტ უოლსი

მოგონებები მძიმე ბავშვობაზე, დედა, რომელიც საკუთარ თავს “შფოთზე დამოკიდებულს” უწოდებს, და ალკოჰოლზე დამოკიდებული მამა წიგნის საყრდენი ისტორიაა.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: არანორმატიული ენა, სექსუალური შინაარსის ტექსტი.

The Glass Castle
The Glass Castle

10. Beloved, ავტორი ტონი მორისონი

წიგნი 1987 წელს დაიბეჭდა. ეს არის ისტორია სეთზე, რომელიც მის უფროს ქალიშვილს კლავს, რათა მონობაში არ დაბრუნდეს. ნოველამ პულიცერის პრიზი აიღო 1988 წელს.

აკრძალვის თხოვნისას დასახელებული მიზეზები: ძალადობა, სექსუალური შინაარსის ტექსტი, რელიგიური თვალსაზრისი.

Beloved
Beloved

მასალების გადაბეჭდვის წესი