ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის საქმის ფიგურანტი ზაზა ბაქრაძე აეროპორტში დააკავეს – შსს

28 თებერვალი, 2018 • 2091
ბუტა რობაქიძის საქმის ფიგურანტი ზაზა ბაქრაძე აეროპორტში დააკავეს – შსს

ბუტა რობაქიძის საქმის ფიგურანტი ზაზა ბაქრაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს  – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე განცხადებით, ზაზა ბაქრაძე 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

“ზაზა ბაქრაძე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

2004 წელს ზაზა ბაქრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა – იგი თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.

ჩადენილი დანაშაულის გამო 2013 წლის 7 თებერვალს ზაზა ბაქრაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას,”- აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი