ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ საპატიმროდან გუშინ გამოვიდა, ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია, შსს-ის ყოფილ თანამშრომლებს, გურამ დონაძესა და ზურა მიქაძეს მის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ.
ოქრუაშვილის თქმით, არჩერთ მათგანს სასამართლოში არ დაუდასტურებია, რომ იარაღის ჩადების ბრძანება ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღეს:
“4 ყუთი საქმის მასალები მომიტანეს. 1 ფურცელიც არ ამომიღია და წამიკითხავს. არ დავინტერესებულვარ ერთი მიზეზის გამო, ჩემი გმაოცდილებით, ზუსტად ვიყოდი იმ ყველაფერში რა ეწერობდა. არც დონაძეს, არც მიქაძეს ჩემს საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მიუციათ. სასამართლოში 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა დაკითხვა და არცერთ მათგანს ჩემს საწინაარმდეგოდ ჩვენება არ მიუციათ.
დონაძემ პირდაპირ თქვა, რომ არავისი მხრიდან გაუგია მე ვინმეს დავავალე იარაღის ჩადება იმ ახალგაზრდების მანქანაში. მიქაჩემ თქვა, რომ მე მას დავავალე მხოლოდ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება, რომ იყო დაპირისპირება პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის და კითხვაზე, მაშინ რატომ ჩაუდეთ მათ იარაღი, თუ თქვენ ამას აღიარებთო, მან უპასუხა – მე ვივარაუდე, ოქრუაშვილი ამას გულისხმობდაო. ეს ყვლეაფერი იყო მათქზე ზეწოლის შედეგი, მე დარწმუნებული ვარ, ისენი თავად ისაუბრებენ ამაზე” – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს და 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა 15 მაისს მან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო დატოვა.
ციხეში ყოფნის პერიოდში 19 ნოემბერს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წაუყენა ბუტა (ამირან) რობაქიძის საქმეზე, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. ოქრუაშვილს ამ საქმეზეც. სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.
რაც შეეხება გურამ დონაძესა და ზაზა მიქაძეს, მათ 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდათ ბრალი და პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა მიმდინარე წლის 16 აპრილს გურამ დონაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმრო დატოვა.
მაშინ, ოქრუაშვილის თანაპარტიელი გურამ ჩალაგაშვილი ამბობდა, რომ პროკურატურამ საპროცესო დონაძესა და მიქაძეს ოქრუაშვილის წინაარმდეგ ცრუჩვენების მიცემის სანაცვლოდ გაუფორმა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ტელეკომანია “პირველთან” აცხადებს, რომ არსებობს თეორიული შანსი, ის აღნიშნულ საქმეზე ციხესი დააბრუნონ, თუმცა ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პრაქტიკულად, ამის ალბათობა ნულის ტოლია.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.
2013 წელს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ პოულობენ ადგილზე მისული სამართალდამცავები იარაღს. თუმცა რობაქიძის ოჯახს ამის არ სჯერა და ამბობს, რომ მასალა ყალბია.