ობამას აღნიშნული რეპლიკა CNN–ის მიკროფონმა შემთხვევით ჩაიწერა, როდესაც გაეროს წარმომადგენელთან საუბრობდა. ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ მისი თანამოსაუბრე სიგარეტის მოწევას თავს დაანებებდა. როდესაც თანამოსაუბრემ ობამას საკუთარი გამოცდილების შესახებ კითხა, აშშ–ის პრეზიდენტმა უპასუხა:
“ალბათ, 6 წელია სიგარეტი არ მომიწევია, იმიტომ, რომ მეშინია ჩემი ცოლის”. ცნობილია, რომ ბარაკ ობამა წლების განმავლობაში ცდილობდა სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებას, 2011 წელს მიშელ ობამამ განაცხადა, რომ მისმა ქმარმა საბოოლოდ თქვა უარი ამ ჩვევაზე.
ბარაკ ობამა ორშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა ნიუ–იორკში, სადაც აღნიშნული საუბარი შედგა.





