“თუმცა, ამავე დროს, გამოიკვეთა რიგი მნიშვნელოვანი საყურადღებო საკითხებისა, რომლებიც მიმართებაში არის, ზოგადად, სამედიცინო საქმიანობის ნებართვებთან და ლიცენზიებთან, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფმა დაამთავრა თავისი მუშაობა, თუმცა ადგილზე რჩებიან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ამ ლიცენზირების და ნებართვების პირობებს უკვე დეტალურად შეისწავლიან და ამ ეტაპზე ამოცანა გამოიხატება იმაში, რომ ახლა ამის გამო არ შეექმნას შეფერხება დაწესებულების მუშაობას და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმაში, რომ თუკი ასეთი დარღვევები აღმოჩნდა, მაქსიმალურად სწრაფად გამოასწორონ”, – აცხადებს სერგეენკო.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის არ შეხვედრია იაშვილის კლინიკის ახალ ინვესტორს:
“მე ინვესტორს არ შევხვედრივარ, მე არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, არანაირი დამადასტურებეული დოკუმენტი არ დევს ამ კუთხით… მოხდა ინფრასტრუქტურის გასხვისება, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ვერაფრით ვერ დაადასტურა თავისი რწმუნება, ერთადერთი, რაც მოახერხა, შეუქმნა საფრთხე სამკურნალო პროცესის მიმდინარეობის უწყვეტობას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ მიგვეღო შესაბამისი ზომები, ეს ზომები მიღებული არის და სამკურნალო პროცესის მიმდინარეობას საფრთხე არ შექმნია, რაც ძალიან გასახარია”, – აცხადებს სერგეენკო.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 2011 წლის მაისში გაიყიდა, რომელსაც ბოლო დრომდე ფლობდა შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ი (ყოფილი შპს “ნიუ ლაიფი”). 2013 წლის 12 აგვისტოს შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის 50-50%-ანი წილები იყიდეს თურქეთის მოქალაქეებმა – აბდულა კურსად დარჩინიმ და აზმი ოფლუღლუმ, რომელთა წარმომადგენელია, ასევე, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი. სწორედ ტეკინ ატიკს დაუპირისპირდა რამდენიმე კვირის წინ იაშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალი, რის შემდეგაც კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი შევიდა.







