ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა

24 სექტემბერი, 2013 • 926
რაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა

ვიზუალურ მასალას თან ახლავს ტექსტი იმის თაობაზე, თუ რა სახის საუბარი შედგა პრეზიდენტებს შორის:

 

მიხეილ სააკაშვილი: მე ჩემს საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებ და თქვენთვის დიდი მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის შედგა. 

ბარაკ ობამა: თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვუს შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილი: პოლიტიკის გარდა ჩემი მომავალი გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება, თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვგეგმავ. 

 

ბარაკ ობამა: ეს ძალიანი კარგი იდეაა, მივესალმები.

 

მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერეფრაზი რომ გავაკეთო, გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს. ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ.

 

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება, სადაც 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

ობამა და სააკაშვილი
ობამა და სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი