ახალი ამბები

‘საბა 2013’-ის გამარჯვებულები

24 სექტემბერი, 2013 • 2769
‘საბა 2013’-ის გამარჯვებულები

1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – მარინა ელბაქიძე, გაცვლა;

 

2. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – ელგუჯა თავბერიძე, კოლიმგრაფი;


3. საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – გიორგი მაისურაძე, დაკარგული კონტექსტები;

 

4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ზაზა ჭილაძე, იულიამ ფოლკნერის „დროშები მტვერში“;

 

5. საუკეთესო პიესა – ალექს ჩიღვინაძე, ქალაქის მერის ცოლის საყვარელი;

 

6. საუკეთესო პროზაული კრებული – ირაკლი სამსონაძე, შემკრთალი ქუჩა;

 

7. საუკეთესო პოეტური კრებული – ლია სტურუა, დავიწყების დღე;

 

8. საუკეთესო რომანი – ნაირა გელაშვილი, მე ის ვარ (ნაირა გელაშვილმა პრემიის ნაწილი გადასცა სოფელ ხაიშის საჯარო სკოლას და საბავშვო ბაღს);


9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, თამთა მელაშვილის “გათვლა” (გერმანული თარგმანი);


10. პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – ზურაბ კიკნაძე.


ნომინაციაში საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა, გამარჯვებულმა გიორგი მაისურაძემ სიტყვით გამოსვლისას შემდეგი ტექსტით მიმართა საზოგადოებას და კონკურსის ორგანიზატორებს:

 

სამწუხაროდ ლიტერატურას ჯადოქრობა არ შეუძლია, არადა ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ ისეთი კანონი არსებობს, რომელსაც მარიხუანას მოწევისთავის ადამიანის ციხეში გასტუმრება და გამომწყვდევა შეუძლია, სადაც პოლიტიკოსები ზოგჯერ ერთმანეთს წამქეზებლობაში ეჯიბრებიან, სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და სეუწყნარებლობა იქადაგება, სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სისასტიკის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით, ასეთ დროს ლიტერატურას ალბათ განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს და განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდეს და იმ ადამიანებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ვინც ლიტერატურას ასეთ ვითარებაში მხარს უჭერს”

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და, ასევე, ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანები. წლევნადელ კონკურსზე წარდგენილი 265 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 60 საუკეთესო მოხვდა და ათ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა.


წლევანდელო კონკურსის საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი