ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში სანდრა რულოვსის აზერბაიჯანულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

27 თებერვალი, 2018 • 3031
ბაქოში სანდრა რულოვსის აზერბაიჯანულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ბაქოში სანდრა ელისაბედ რულოვსის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცოლის, აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი წიგნის “ერთი იდეალისტის ისტორია” პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც სანდრა რულოვსმა თქვა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობების გამო ბაქოში მისი ვიზიტი ვეღარ შედგა.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო apa.az წერს, დღევანდელ ღონისძიებაზე ბაქოში წიგნებზე ხელმოწერის სიმბოლური ცერემონიაც გაიმართა.

სანდრა რულოვსის წიგნი “ერთი იდეალისტის ისტორია” შვიდ ენაზეა ნათარგმნი და გამოცემულია ჰოლანდიაში, საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, ინგლისსა და პოლონეთში.

აზერბაიჯანულ ენაზე რულოვსის წიგნი ეროვნული იდეის ცენტრმა თარგმნა.

ფოტო: apa.az

ფოტო: apa.az

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი