გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა მამაკაცმა 20 წლის გოგონა, ოჯახისთვის ზიანის მიყენების მუქარით, ყვარლიდან თბილისში ჩამოიყვანა, პირადობის მოწმობა და ტელეფონი გამოართვა და განუცხადა, რომ მას მამაკაცებისათვის სექსუალური მომსახურება უნდა გაეწია, რაზეც უარი მიიღო.
შსს-ს ინფორმაციით, ამის შემდეგ მამაკაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და მუდმივი მუქარის ქვეშ აიძულებდა ბარ „თენექში“ მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, ხოლო მათ მიერ გადახდილ თანხას მთლიანად ითვისებდა.
გამოძიება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).







