“22 სექტემბერს ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კვლავ გაგრძელდა ღობეების მონტაჟის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ადგილობრი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილობრივი ან მთლიანი გაყოფის წინაპირობას წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს არსებულ პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქართული და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებებისა და პროტესტის მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი კვლავაც გრძელდება”– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფელ დვანში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. შსს მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის უკანონო ქმედებას და ყველა მხარეს პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს.
დღეს, 22 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ გაბაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებს 10 ჰექტრამდე მიწა აქვთ მითვისებული:
” ამ დროისთვის გადმოწეულები არიან 400 –500 მეტრით და 10 ჰექტრამდე სოფლის მიწა აქვთ მითვისებული, რა ქნას სოფელმა?!”– განაცხადა კობერიძემ.
მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა 2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013 წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.




