ახალი ამბები

ჰამერბერგი: ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

22 სექტემბერი, 2013 •
ჰამერბერგი: ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

მოხსენებაში, რომელიც 7 თავისგან შედგება ერთ –ერთია უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ არსებული თავი, რომელიც ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობათა საკითხებს ფარავს.  მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2012 და 2013 წლებში ადამიანებმა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა  ჰომოფობიის წინააღმდეგ ვერ შეძლეს. ჰამერბერგის შეფასებით, 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი შეკრება ძალადობრივად დაარბიეს და დარბევაში სასულიერო პირები აქტიურ როლს ასრულებდნენ. ჰამერბერგი წერს, რომ საქართველოს ეკლესიამ ნათლად უნდა განაცხადოს, რომ წინააღმდეგია ლგბტ ადამიანების მიმართ ყოველგვარი ძალადობის:

 

„ყველამ აღიარა, რომ ამ დღეს პოლიციამ ლგბტ პირების დასაცავად კარგად უზრუნველყო დამცავი კორიდორის გაკეთება და აქტივისტების ევაკუირება. რაც შეეხება გამოძიებას ამ მოვლენაზე, უფრო შემაშფოთებელია სასამართლოს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოძალადე ადამიანზე მტკიცებულებები არსებობს, მათგან არცერთი დასჯილა. ჰომოფობიის საწინაამდეგო  დღის საპირისპიროდ ჩატარებული მიტინგი დეზინფორმაციის გავრცელების შედეგი გახლდათ. მოძალადე ჰომოფობების სასამართლო პროცესის ჩატარებასთან ერთად, დღეს საჭიროა საზოგადოებაში სექსუალური უმცირესობების შესახებ განათლების დონის ამაღლება. შეხედულებები შესაძლოა განსხვავდებოდეს, თუმცა ძალადობა არასდროს არ არის მისაღები“ – წერს ჰამერბერგი მოხსენებაში.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და ადამაინებმა უნდა გაიგონ, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის  აღნიშვნა უფლებების რეალიზებაა და არა ე.წ. პროპაგანდა.

 

ჰამერბერგის აზრით, უმცირესობებისა და სხვათა დისკრიმინაციის  აკრძალვის შესახებ კანონის მიღების შემდეგ  საჭირო იქნება ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც კანონის აღსრულების შესაძლებლობას შექმნის:

 

“აუცილებელია შემდგომი  ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმები  რელიგიის თავისუფლების დასაცავად ყველასთვის თანაბრად და  ნებისმიერი ისეთი ტენდენციის  თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება უმცირესობას მიკუთნებული  მოხახლეობის მარგინალიზაცია გამოიწვიოს. თავიდან უნდა იქნას აცილებული უმცირესობის საკითხის განხილვა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში, ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური  აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია”– წერს ჰამერბერგი.

 

ჰამარბერგი ხაზს უსვამს, რომ დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ისლამოფობიის დონემ აიწია:

 

“სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გამოხატეს აღშფოთება მუსლიმი ხალხის წინააღმდეგ გავრცელებული ძალადობისა და შეუწყნარებლობის გამო. თუმცა ეს საკმარისი არ არის. მსგავსი ფაქტები ისევ განმეორდა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი