ახალი ამბები

გორის გამგებელი: საოკუპაციო ძალები დვანში 400 –500 მეტრით არიან გადმოწეული

22 სექტემბერი, 2013 • • 1023
გორის გამგებელი: საოკუპაციო ძალები დვანში  400 –500 მეტრით არიან გადმოწეული

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე აცხადებს, საოკუპაციო ძალებს 10 ჰექტრამდე მიწა აქვთ მითვისებული:

 

” ამ დროისთვის გადმოწეულები არიან 400 –500 მეტრით და 10 ჰექტრამდე სოფლის მიწა აქვთ მითვისებული, რა ქნას სოფელმა?!”– განაცხადა კობერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ატოცსა და დვანში მიმიდნარე “საზღვრის მონიშვნის” პროცესმა უკვე 10–12- კილომეტრიან ხაზს მიაღწია. მავთულხლართებით გაკეთებული ღობეების შედეგად ცხინვალის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და სოფელ დვანის სარწყავი სისტემა. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ რაიონში რუსმა მესაზღვრებმა მავთულხლართები არა მხოლოდ მიწაზე, არამედ მდინარეზეც გააბეს.

 

მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა  2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013  წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი