ახალი ამბები

ვებ–გვერდი პატრიარქის ნათლულების ნაცნობობისთვის

22 სექტემბერი, 2013 •
ვებ–გვერდი პატრიარქის ნათლულების ნაცნობობისთვის

“თქვენ იცით, რომ ჩვენი ნათლობების უმრავლესობა არის ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ,  ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ ღმერთს და  სამშობლოს. წარმოიშვა ახალი იდეა, რომ კომპიუტერში გაიხსნას საიტი, სადაც გაიცნობენ ერთმანეთს და დაეხმარებიან ერთმანეთს, ყველა დასწერს იქ თავის გაჭირვებას და სხვა ნათლულების მშობლები დაეხმარებიან მას”– განაცხადა ილია მეორემ.

 

პატრიარქმა ადამაინების დახმარებასთან დაკავშირებით გუშინ, 21 სექტემბერსაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანებმა სხვა ადამაინების გაჭირვება უნდა დაინახონ და მათ დაეხმარონ:

 

“არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე, ამიტომ, როცა ჩვენ ვამბობთ უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ პასუხისმგებლობაზე, ამიტომ მე მინდა გირჩიოთ, კურთხევა მოგცეთ, რომ დაინახოთ სხვა ადამიანების გაჭირვება და დაეხმაროთ მათ”– განაცხადა ილია მეორემ.

 

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე 13 სექტემბერს საქართველოს პრემეირ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს- ცენტრში ესტუმრა და მას და მის ოჯახის წევრებს საჩუქრები გადასცა. ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს “Ulysse Nardin”-ის საათი აჩუქა, რომლის ღირებულებას არც საპატრიარქოში და არც პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურში არ ასახელებენ.

 

ჟურნალ “Watchtime”-ის მიხედვით, Ulysse Nardin–ი საათების რამდენიმე სერიას აწარმოებს, მათ შორის ერთ–ერთია – Marine Collection–ის სერია. პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საათი სწორედ ამ სერიის პროდუქტია. 

 

Marine Collection–ის კიდევ უფრო ვიწრო მიმართულებაა The Marine Chronometer Manufacture, რომელიც ხელმისაწვდომია სამი სახით: 1. შეზღუდული გამოშვება საათებისა (350 ტირაჟით) ოქროს ნაწილებით, რომლის ფასი არის $38,600 , შეუზღუდავი გამოშვება ორფერიანი ტიტანიუმის მასალით, ოქროთი დამზადებული მასალითა და ოქროს მოსამართით, რომლის ფასია $17.800 და უჟანგავი რკინით/ტიტანიუმით დამზადებული ციფერბლატი, რომლის ფასი არის $10,400.

მასალების გადაბეჭდვის წესი