ახალი ამბები

სტიქიის დროს განსაკუთრებულად ყვარელი და ახმეტა დაზარალდა

22 სექტემბერი, 2013 • • 1212
სტიქიის დროს განსაკუთრებულად ყვარელი და ახმეტა დაზარალდა

ძლიერი წვიმის გამო ყველაზე რთული ვითარება, სამინისტროს განცხადებით, ყვარელსა და ახმეტაშია, სადაც  ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაზიანდა:

 

“განსაკუთრებით დაზარალდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მოსახლეობა. დატბორილია როგორც საკარმიდამო ნაკვეთები, ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ყვარელში ადიდდა მდინარე დურუჯი, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ილიას ტბისკენ და სასტუმრო „როიალ პალასისკენ“ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთი. ამ ეტაპის მონაცემებით, მოსახლეობას ზიანი არ მისდგომია. გარდა ამისა, საგარეჯოში ადიდდა ხოდაშნის ხევი, რომელიც სასწრაფო გაწმენდას საჭიროებს. ხევის გასაწმენდად ტექნიკა უკვე მობილიზებულია”– ნათქვამია განცხადებაში.

 

სამინისტროს ინფორმაციით,  არც ერთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის, ხოლო სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უახლოეს დღეებში დაითლიან და სამინისტროს წარუდგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი