“ის თვითმფრინავი, რომელზეც ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, პრეზიდენტი რატომ დაფრინავს ოფიციალურ ვიზიტებზე, შემდეგ მთავრობამ გადაიბარა და თვითონ პრემიერ–მინისტრი დაფრინავს, მაგრამ პატარა დეტალი – მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს, იფრინონ, მაგრამ ამ თვითმფრინავს სახელი ჰქონდა და დიდი წარწერა– სოხუმი, როგორც კი პრემიერ–მინისტრი ჩაჯდა, სიტყვა სოხუმი გაქრა. ეს არის ოფიციალური ბორტი, ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა და მას დიდი დატვირთვა აქვს, როცა ხვდებიან იქ, იღებენ და ტელევიზიებში აჩვენებენ. ამის დაწერა იყო სიმბოლიკა და ამის გაქრობაც, რა თქმა უნდა, არის სიმბოლიკა. საუბედუროდ, არა მგონია, რომ ეს შემთხვევითობა იყოს. ვფიქრობ, დასაფიქრებელია, როცა ყველაფრის წაშლას ცდილობენ, მაგრამა ასეთი რაღაცების კეთებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ეს დატვირთვა, არა მგონია, რომ დადებითი იყოს”– განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 21 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.




