ახალი ამბები

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახელაძის გავლენას უარყოფს

20 სექტემბერი, 2013 • 1284
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახელაძის გავლენას უარყოფს

ჟურნალისტებმა გოგუაძეს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა მოსაზრებას, რომ სამეურვეო საბჭოზე გავლენას ლევან გახელაძე ახდენს, რომელიც მაუწყებლის ბორდს ხელმძღვანელობდა. 

 

“სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახლავართ მე, არავის ჭკუაზე მე არ დავდივარ და არავის გავლენის ქვეშ ასე ადვილად მე არ ვექცევი. სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, თუ მართვაზეა საუბარი, სამეურვეო საბჭოს მართავს მხოლოდ თავმჯდომარე. წარსულში მყოფი თავმჯდომარე ვერ მოახდენს სამეურვეო საბჭოს მართვას”, – განაცხადა გოგუაძემ. 

 

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვე საბჭოს სხდომა ორი საათია მიმდინარეობს. სხდომა დაახლოებით 18.00 საათზე დაიწყო. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, მიმდინარეობს ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოსმენა ახალ სეზონთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი