ახალი ამბები

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ნანა ლეჟავას სთავაზობს საგამოძიებო პროექტის მომზადებას

20 სექტემბერი, 2013 •
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ნანა ლეჟავას სთავაზობს საგამოძიებო პროექტის მომზადებას
ტყემალაძის თქმით, ამ პროექტისთვის 70 500 ლარია გათვალისწინებული და ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამ დროისთვის ნანა ლეჟავასგან ელოდება საბოლოო პასუხს, მიიღებს თუ არა მათ შეთავაზებას.


სხდომაში სკაიპის მეშვეობით მონაწილეობს ბორდის წევრი ნინო დანელია, რომელმაც თამაზ ტყემალაძეს კითხა, თუ რამდენად მოდიოდა შესაბამისობაში ნანა ლეჟავას პარტიული მოღვაწეობა ასეთ მნიშვნელოვან პროექტთან, რაზეც ტყემალაძემ უპასუხა, რომ ეს პარტია დღეს უკვე აღარ არსებობდა და რომ ლეჟავა პროფესიონალია.


შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნანა ლეჟავამ დატოვა ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ის შეუერთდა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მაშინ ჩამოყალიბებულ პარტიას “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, რომელიც შემდეგ დატოვა და ჩამოაყალიბა სტუდია GNS, რომლის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟები თავდაპირველად გადიოდა ტელეკომპანია “მაესტროს”, ხოლო შემდეგ “მე-9 არხის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი