ახალი ამბები

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის სხდომის პარალელურად აქცია იმართება

20 სექტემბერი, 2013 • 1148
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის სხდომის პარალელურად აქცია იმართება

პარალელურად, შენობის გარეთ მობილიზებულია პოლიცია, იქვე შეკრებილი არიან მოქალაქეები და აქტივისტები, მათ შორის, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენლები – ლევან ჩიტაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და გიორგი ზერეკიძე.

შეკრებილებს თან აქვთ ტრანსპარანტები: “ჯალათების გამპრავებელი ჟურნალისტი ვერ იქნები!” “ზონდერჟურნალისტებო, დატოვეთ საზმაუ!” “ჩვენს აზრებს ვეღარ გააკონტროლებთ!” “არ გვინდა ფსევდოობიქტურობა, ჩვენ გვინდა სიმართლე!”

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 20 სექტემბერი, 2013
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 20 სექტემბერი, 2013

 

“ეს არის ჩვენი “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ჩემი ინფორმაციით, დღეს უნდა შეიცვალოს მთლიანად სამაუწყებლო ბადე, ყველა თოქ-შოუს ნაცვლად, რაც ადრე იყო, იქნება ახალი თოქშოუები. მე მაინტერესებს ეს ცვლილებები და ამიტომ მოვედი დღეს, მინდა, რომ დავესწრო შეხვედრას, თუმცა არ ვიცი, მომცემენ თუ არა ამის უფლებას”, – აცხადებს გია კორკოტაშვილი.

მაუწყებლის შენობასთან იმყოფება მამუკა არეშიძე. მისი თქმით, მას არ მოსწონს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი პოლიტიზებულია: 

“საზოგადოებრივ ტელევიზიას სხვა ფუნქცია აქვს და ბორდიც სხვანაირად უნდა ყოფილიყო შერჩეული, დღეს მიდის ისევ გააფთრებული ბრძოლა აქ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავლენა დაიბრუნოს, რისი მომხრეც ვერ ვიქნები. არც “ქართულ ოცნებას” უნდა ჰქონდეს გავლენა და არც “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია”, – აცხადებს არეშიძე.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია
საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, უნდა მოისმინონ ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან ახალ სეზონთან დაკავშირებით ინფორმაცია. პოლიცია შენობის შიგნითაცაა მობილიზებული.


რამდენიმე დღის წინ არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემელაძემ ხელშეკრულება გაუუქმა გადაცემა “აქცენტებისა” და “დიალოგის” ჟურნალისტებს – ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი