ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილის საკითხზე ქართული და ოსური მხარეები არაგეგმურად შეიკრიბებიან

26 თებერვალი, 2018 • 1465
ტატუნაშვილის საკითხზე ქართული და ოსური მხარეები არაგეგმურად შეიკრიბებიან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების მოთხოვნით, დღეს, 2018 წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც, როგორც სუს-ის განცხადებაში წერია, განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი რჩება, როდის გადასცემს ოსური მხარე ქართულს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.