ახალი ამბებისამართალი

დოლიძე პროკურატურას მოუწოდებს მოსამართლე შავაძის განცხადების გამოძიებისკენ

26 თებერვალი, 2018 • 2059
დოლიძე პროკურატურას მოუწოდებს მოსამართლე შავაძის განცხადების გამოძიებისკენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოიძიება ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ამავე სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

ეს განცხადება ანა დოლიძემ დღეს, 26 თებერვალს, საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“მოსამართლე შავაძის განცხადებები, თუ ეს არის საზოგადოება, რომელიც მოწოდებულია კანონის უზენაესობისკენ, მყისიერად უნდა იყოს საფუძველი პროკურატურისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება 364-ე მუხლით და, შესაბამისად, მე მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, არა მარტო შავაძის, მოსამართლის ნებისმიერი მსგავსი განცხადების შემთხვევაში, დაიცვას ჩვენი კანონის უზენაესობის პერსპექტივა და დაიწყოს გამოძიება ამ მუხლით,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

სისხლის სამართლის კოდექსი გულისხმობს სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლას. ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებები თავიდან ბოლომდე მოიცავს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს სისხლის სამართლის 364-ე მუხლის პასუხისმგებლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი