ახალი ამბები

აშშ–ის სასამართლო: “facebook”-ზე რამის მოწონება კონსიტუციით დაცული სიტყვის თავისუფლებაა

20 სექტემბერი, 2013 •
აშშ–ის სასამართლო: “facebook”-ზე რამის მოწონება  კონსიტუციით დაცული სიტყვის თავისუფლებაა

2009 წელს ვირჯინიაში “Hampton Sheriff’s Office”– ის 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც გამოხატეს მხარდაჭერა მათი ხელმძღვანელის ოპონენტის მიმართ,  “ფეისბუქ” გცერდზე “like”-ების და კომენტარების საშულაებით. კომპანიაში იმ დროს არჩევნები ტარდებოდა.

 

მოსამართლე უილიამ ტრაქსლერმა მიიჩნია, რომ სოციალურ ქსელში რამის დალაიქება, ადამიანის მიერ საკუთარ ეზოში პოლიტიკური ნიშნის დადგმის ტოლფასია და უზენაესმა სასამართლომ “დალაიქებას” უკვე მიანიჭა დაცული გამოხატვის თავისუფლების კვალიფიკაცია.

 

სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილებამდე, კიდევე ერთი მოსამართლის, რეიმონ ჯექსონის გადაწყვეტილებით, “facebook”-ზე რამის მოწონება “არასაკმარისი სიტყვაა” იმისთვის,რომ კონსტიტუციით დაცული იყოს. სხვა სასამართლოებს მიაჩნდათ, რომ სოციალური ქსელი დაცულია, როგორც თავისუფალი სიტყვა, თუმცა მოსამართლე ჯექსონი აპელირებდა, რომ განსხვავება მდგომარეობს სრული განცხადების გაკეთებასა და “ფეისბუქსზე”, უბრალოდ, მოწონებას შორის.

 

სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი- დენიელ  კარტერი და რობერტ მაკოი აცხადებენ, რომ ისინი ხელმაძღვნელმა რობერტსმა მისი ოპონენტის “ფეისბუქ” გვერდის დალაიქების გამო გაათავისუფლა. ერთ–ერთმა მათგანმა ოპონენტის მხარდამჭერი პოსტი წაშალა კიდეც, მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა უთხრეს, რომ იგი სამსახურს რისკავდა. საბოლოო ჯამში, არჩევნების შემდეგ ორივე მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

აღნიშნულ საქმეში თავად კომპანია “Facebook” და ამერკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირიც ჩაერთნენ:

 

” კონსტიყუცია არ განასახვავებს “ფეისბუქზე” კანდიდატის მოწონებას ქალაქის მოედანაზე კანდიდატის ღიად მხარდაჭერისგან”– განცხადა მერკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის წარმომადგენელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი