ახალი ამბები

“სუპერ მარიოს” შემქნელი კომპანიის, “ნინტენდოს” პრეზიდენტი გარდაიცვალა

20 სექტემბერი, 2013 •
“სუპერ მარიოს” შემქნელი კომპანიის, “ნინტენდოს” პრეზიდენტი გარდაიცვალა

ჰიროში იამაუჩი ვიდეო –თამაშების ტრადიციული ბარათების შემქმნელელ იაპონურ კომპანიის “ნინტენდოს” პრეზიდენტი 1949–2002 წლებში იყო.  იგი იაპონიის ცენტრალურ ჰოსპიტალში პნევმონიის შედეგად დაიღუპა.

 

მის პრეზიდენტობას უკავშირდება ტექნოლოგიური თვალსაზრისით კომპანიის გლობალური ზრდა, მათ შორის საოჯახო კომპიუტერის განვითარებაც. “ნინტენდო”, რომელიც  კომპიუტერული თამაშების, “სუპერ მარიო” და “პოკემონი” შემქმნელია, 1889 წელს დაარსდა. იამაუჩიმ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შიგერუ მიამოტოს განვითარებაში, რომელიც კომპანია “ნინტენდოს” მთავარი შემოქმედი და თამაშების ” Super Mario”  და “Donkey Kong”– ის შემქმნელია.

 

2004 წელს იამაუჩიმ საკუთარი აქციები “ნინტნედო ამერიკას” გადასცა. იგი “ნინტენდოს” ხელმძღვანელის, სატორუ ივატას მრჩეველი იყო, თუმცა წლების მანძილზე მისი გავლენა კომპანიაში თანადათან სუსტდებოდა. “ნინტენდო” საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სმარტფონებთან და ტაბებთან კონკურენციის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი