ახალი ამბები

ფეხბურთელ შალვა ერისთავის გმირობა საბჭოთა ოკუპაციის დროს

25 თებერვალი, 2018 •
ფეხბურთელ შალვა ერისთავის გმირობა საბჭოთა ოკუპაციის დროს

25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული იუნკერის, შალვა ერისთავის საფლავი ვერის ბაღში გვირგვინით შეამკო, ხოლო შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა შალვა ერისთავის საფლავზე დაღუპული ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა.

შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევის გაუვნებელყოფა საკუთარ თავზე აიღო. მან ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა და სხეულით გადაეფარა მას, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ და N4 სანგარი უკან დაებრუნებინათ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად შალვა ერისთავის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა მოადგილეებმა.

“ამ გმირობას ქართველები არასდროს დაივიწყებენ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ამავე თემაზე

http://batumelebi.netgazeti.ge/news/118092/

მასალების გადაბეჭდვის წესი