ახალი ამბები

ანონსი – 24 თებერვალი

23 თებერვალი, 2018 • 2101
ანონსი – 24 თებერვალი

წარმოგიდგენთ 24 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

24-25 თებერვალს, ბათუმში ა. მელაშვილის N26-ში აუდიტორული კომპანია „ბალანს ჯგუფი“ ჩაატარებს სემინარს თემაზე – “ბიზნესი და საგადასახადო კანონმდებლობა”. სემინარის ფარგლებში განხილული იქნება სამართლებრივი რეფორმები, ტერმინთა განმარტებები, დეკლარაციის შევსების ფორმები და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა სიახლეები.

11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში,“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ წინასწარ იდენტიფიცირებულ კომპანიებთან და, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლონ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რაც 10 000 ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, რომელსაც 39 ბიზნესსაკონსულტაციო და 55 ბენეფიციარი კომპანია დაესწრება, კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ სერვისპროვაიდერებს მოახდინონ თავიანთი მომსახურების პოპულარიზაცია და განახორციელონ კომერციული გარიგებები.

11:30 საათზე, “თავისუფალი საქართველოს” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. თემა: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონდარღვევაზე თვალს ხუჭავს. მისამართი: ონიაშვილის ქ. N80.

13:00 საათზე, ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა – გადასახადების შემცირება.

16:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მთავარ სამმართველოსთან, ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს. საკონტაქტო პირი გიორგი მიქაშავიძე – 593988454.

20:00 საათზე, ხელოვნების სახლი ,,ჰორიზონტი” საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვას „აქ სიყვარულია” გამართავს, საიდანაც შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა. მისამართი: ცოტნე დადიანის ქ. #26, თბილისი არტ-ჰოლი. საკონტაქტო: 557632150.

მასალების გადაბეჭდვის წესი