ახალი ამბები

რომის პაპი :ეკლესია ზედმეტად ფოკუსირებულია აბორტზე და გეი ადამიანებზე

19 სექტემბერი, 2013 •
რომის პაპი :ეკლესია ზედმეტად ფოკუსირებულია აბორტზე და  გეი ადამიანებზე

პაპის თქმით, ეკლესიის მორალური სტრუქტურა “ხუხულა სახლივით” დაინგრევა, თუ არ შეიცვალა.  “La Civilta Cattolicato”–სთან ინტერვიუს დროს პაპმა ფრანცისმა მის, როგორც რომის პაპის,  პრიორიტეტებზე ისაუბრა, აღიარა თავისი ნაკლოვანებები და საკუთარი ინტერესების შესახებაც ილაპარაკა. პაპმა ფრანცისმა ვრცლად ისაუბრა ივლისში, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც. იგი ამბობს, რომ ეკლესია “იარების მოშუშებას” უნდა ემსახურებოდეს:

 

“უსარგებლოა მძიმედ დაჭრილ ადამიანს ვკითხოთ, აქვს თუ არა მაღალი ქოლესტერინი ან შაქარი, ჩვენ ჯერ მის ჭრილობებს უნდა ვუმკურნალოთ და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ”– განაცხადა პაპმა.

 

რომის პაპი აცხადებს, რომ ეკლესია “წვრილმანი წესების” დაცვითაა დაკავებული და რეალურ დანიშნულებას კარგავს. 

 

“ჩვენ არ უნდა ავიკვიატოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა აბორტი, კონტრაცეპტივები და ჰომოსექსუალობა, ეს შეუძლბელია. ეკლესიის სწავლებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით სიცხადე არსებობს, მე ამ ეკლესიის შვილი ვარ, მაგრამ არ არის საჭირო მუდამ ამ თემებზე საუბარი”

 

რამდენიმე თვის წინ პაპმა ფრანცისმა გეი ადამიანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება, ისინი განიკითხოს, ბოლო ინტერვიუში კი ამბობს:

 

” ეკლესია არის ყველა ადამიანის სახლი და არა პატარა სამლოცველო, რომელიც მხოლოდ მცირე ადამიანთა ჯგუფის სამსახურშია, ჩვენ არ უნდა შევამციროთ ეკლესიის უნივერსალური სივრცე”– განაცხადა მან. 

 

პაპმა ფრანცისმა ასევე ისაუბრა საკუთარი ინტერესების შესახებ. მისი თქმით, უყვარს მოცარტი, კარავაჯო, დოსტოევსკი და ფედრიკო ფელინის ფილმი “გზა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი